სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 15 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, აგლაძის და ალექსი გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, ჩარგლის, გუდამაყრის, თიანეთის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, ერწოს, ხევისუბნის, სიხარულიძის, თიანეთის, ტიბაანის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

ამავე მიზეზით, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ურიდიას, კიკნაძის, მახალდიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მანჯგალაძის, ინანიშვილის, სტურუას, ქებურიას და ძმობის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილის, ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ჩხავერის, თაკვერის და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა