„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში პარტიის მხარდამჭერებს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძის თქმით, იმისთვის, რომ ხმები არ გაყოფილიყო და ამით ბიძინა ივანიშვილს არ ესარგებლა, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს ბექა ნათელაშვილს დაუჭერს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესი.

„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის და „ოცნების“ დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა და „ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში, იქ სადაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ ჩვენ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს „ქართულმა ოცნებამ“ და გადაწყვეტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება, რადგან ეს არის გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს. ვფიქრობ, ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩევნები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს