ეკა ბესელია უმრავლესობას - თქვენ ხმა მიეცით იმ მოსამართლეებს, რომელთა უმრავლესობამ სამართლის საფუძვლები არ იცის

თქვენ ხმა მიეცით იმ მოსამართლეებს, რომელთა უმრავლესობამ სამართლის საფუძვლები არ იცის სტუდენტებს რომ ასწავლიან; არ იციან, რა არის აბსოლუტური უფლებები, არ იციან, რა არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული „საზიანო პროცესი“ დაასრულა „ღია და გამჭვირვალე კონტრაქტით კლანთან“.

„იმ გამჭვირვალე პროცესით იცით რა ნახა ხალხმა? რომ თქვენ ხმა მიეცით იმ მოსამართლეებს, რომელთა უმრავლესობამ სამართლის საფუძვლები არ იციან სტუდენტებს რომ ასწავლიან; არ იციან რა არის აბსოლუტური უფლებები, არ იციან რა არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. შოკში ჩავარდა ის ხალხი, რომლებიც პროცესს უყურებდა, ვის ხელშია ამ ქვეყნის მართლმსაჯულების მომავალი, ვინ არის უვადოდ არჩეული. თქვენ რომ სილაგაძე ჩააგდეთ, კარგია რომ ჩააგდეთ, მაგრამ ეს სილაგაძე ისევ შემოგიტრიალათ იუსტიციის საბჭომ და ისევ დაგისახელათ უზენაესი სასამართლოს მოსამარათლეობის კანდიდატად. ის ისედაც დანიშნულია სასამართლოში და ისედაც ასრულებს მოსამართლის მოვალეობას, რომელსაც უხარია რომ მარტო „ბასტი-ბუბუს“ უყურებს და ამ ქვეყანაზე საერთოდ არ იცის მართლმსაჯულების მთავარი პრინციპები რა არის. ხალხმა ნახა, რომ ეს სილაგაძეები არიან ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სათავეებთან. გესმით, რა უბედურება ნახა ამ ხალხმა ამ გამჭვირვალე პროცესის შედეგად? ამან შოკში ჩააგდო ყველა, მათ შორის ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა, როცა თქვენ კენჭი უყარეთ 14 მოსამართლის წარდგენას და თქვა, რომ ეს იყო ცუდი პროცესი, რომ უღირსი მოსამართლეები აირჩიეთ. ეს იმ პროცესის შედეგად მოხდა, რომელიც ჩემი გადადგომის შედეგად შეიქმნა. ხალხმა ნახა კოშმარი, რომ ამ ქვეყანაში არიან უვადოდ არჩეული მოსამართლეები, რომელსაც სასამართლოს კი არა, არაფერს ანდობთ. ეს საზიანო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ დაასრულეთ ღია და გამჭვირვალე კონტრაქტით კლანთან. ეს არის ყველაზე მძიმე ამბავი ამ მოწვევის პარლამენტში. ამის მიტოვებას არც მე და არც ბევრი სხვა ადამიანი, ვინც ამისთვის იბრძოდა არ ვაპირებთ, დანარჩენი ვნახოთ 31 ოქტომბერს“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა, პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა. ბესელიას კანონპროექტი განსაზღვრავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების როგორც შერჩევის, ასევე კანდიდატთა არჩევის წესს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე დოკუმენტით განსაზღვრული იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც.

“საერთო სასამართლოების შესახებ” წარმოდგენილი ძირითადი და ალტერნატიული ორგანული კანონების პროექტებიდან ერთ-ერთის საფუძვლად მიღების თაობაზე დადგენილებას პარლამენტმა კენჭი ცოტა ხნის წინ უყარა. ძირითად კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. აღნიშნულის შედეგად, პარლამენტში პირველი მოსმენით ირაკლი კობახიძის, გურამ მაჭარაშვილისა და რატი იონათამიშვილის კანონპროექტს განიხილავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა