თსუ-ს მედიკოსი დოქტორანტები აშშ-ში გადამზადებას გაივლიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 დოქტორანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადებას გაივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

მათივე ცნობით, თსუ ბაზაზე მომზადებული ათივე დოქტორანტი 8 თვიან ტრენინგებს გაივლის აშშ-ში: პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

„დაგეგმილია მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში. აგრეთვე, გათვალისწინებულია თსუ სადოქტორო პროგრამის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების განსახორციელებლად იმპლემენტაციის მეცნიერების სფეროში.

პროექტის პარტნიორები არიან: აშშ ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი, ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი, ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ნიუ-ორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი, ნიუ-ორკის უნივერსიტეტის, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ნარკომანიისა და აივ / C ჰეპატიტის კვლევის ცენტრი, თსუ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირი, საერთაშორისო ფონდი კურაციო, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი.

2020 წლის ივნისიდან პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრეინინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ განხორციელება. ხუთწლიანი პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში ქართველი მკვლევრების მომავალი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო