შსს - ევროპარლამენტის რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს შსს-ს საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით

ევროპარლამენტის მიერ მიერ მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებებით. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დადებითად აფასებს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას.

„დოკუმენტში ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყების საქმიანობის მნიშვნელობა ტრანსნაციონალური დანაშაულის, განსაკუთრებით, ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემცირების კუთხით. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ევროპარლამენტი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას.

რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 552-მა დეპუტატმა დაუჭირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს