მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიკროგრანტების პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„ ივნისში ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთ კომპონენტად დავაანონსეთ მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც პოპულარული იყო ბოლო წლების განმავლობაში. მიკროგრანტების პროგრამით საქართველოს 9400-მა მოქალაქემ ისარგებლა. ჩვენ ამ პროგრამის ბიუჯეტი გავზარდეთ 40 მილიონ ლარამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ესაა გრანტის სახით დახმარება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც შეუძლიათ და უნდათ პირველი ნაბიჯი გადადგან და საკუთარი საქმე, ბიზნესი დაიწყონ. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მინდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვუთხრა, რომ პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიცის სახლებში მათივე რეგიონებში“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს