სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2020-ის" დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.

"გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღეს. ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატო-ს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა, განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის საიმედო მეგობარი და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად. უნდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და აშშ-ს მინდა მადლობა მოვახსენო განსაკუთრებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა იყო მიმართული ორ ქვეყანას შორის თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომელიც დღეს თვისობრივად ახალ დონეზეა. აქვე მინდა მადლობა მოვახსენო ნატო-ს წევრ ქვეყნებს ეფექტური და დინამიური თანამშრომლობისთვის და ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა