„ერთიანი საქართველო“ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ხელისუფლებას მიმართავს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ონლაინ სწავლების პერიოდში, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეებსა და საკუთარ ელექტრონულ ბაზაში აღრიცხულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიაწოდოს ინტერნეტ მომსახურება უფასოდ“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტია განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მონიტორინგს და საჭირო ინიციატივების დაყენებას გააგრძელებს.

„უმძიმესი ეკონომიკური მდგომარებიდან გამომდინარე, ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩასართავად მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უხდებათ არც თუ ისე მცირე საკუთარი თანხების დახარჯვა, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას.

როგორც ვიცით, ხელისუფლებამ განახორციელა გარკვეული კომუნალური გადასახადების სუფსიდირება, თუმცა 21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც ინტერნეტიზაციამ მთელ მსოფლიოში პიკს მიაღწია და მომსახურებებისა და სერვისების უმრავლესობა ონლაინ ხორციელდება, რატომღაც დაივიწყა საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტებით.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ონლაინ სწავლების პერიოდში, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეებსა და საკუთარ ელექტრონულ ბაზაში აღრიცხულ საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიაწოდოს ინტერნეტ მომსახურება უფასოდ.

კონსტიტუციით ხელისუფლება ვალდებულია მოქალაქეებს შეუქმნას განათლების მიღებისთვის საჭირო პირობები. დღევანდელ ვითარებაში კი, როდესაც სწავლა ხორციელდება მხოლოდ ონლაინ, ინტერნეტ სერვისების სუბსიდირებაზე უარის თქმა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება აღქმული იყოს, როგორც კონსტიტუციის დარღვევა და ბავშვებისათვის განათლების უფლების შეზღუდვა.

ჩვენ, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“ გავაგრძელებთ განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მონიტორინგს და საჭირო ინიციატივების დაყენებას, რადგან ჩვენი რწმენით, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ განათლებულ მომავალ თაობაშია“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა