რუსეთის საგარეო უწყება - ბელარუსის საკითხზე გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია იურიდიულად ბათილად ითვლება

მოსკოვი ნეგატიურად აფასებს გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ ბელარუსის საკითხზე მიღებულ რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება და იურიდიულად ბათილად ითვლება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ბელარუსის საკითხზე გაიმართა „მორიგი ცალმხრივი და პოლიტიზირებული დისკუსია, რომლის მიზნები „ძალიან შორს იყო ადამიანის უფლებებზე რეალური ზრუნვისგან.“

„არც გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს და არც ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ჯგუფებს უფლება არ აქვთ, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასონ. იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ შეეცადნენ, ადამიანის უფლებების საბჭო ცალკეულ ქვეყანაში ხელისუფლების დელეგიტიმიზაციისთვის გამოეყენებინათ. ასეთი ქმებებები ძირს უთხრის გაერო-ს რეპუტაციას ადამიანის უფლებების დაცვის განზომილების თვალსაზრისით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს