თამარ გაბუნია - როცა დღეში, საშუალოდ 188 შემთხვევაზე ვსაუბრობთ, ეს არის ჯერ კიდევ "მწვანე ზონა"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, როცა კორონავირუსის შემთხვევების ოდენობა დღეში 700-ს გადაცდება, "წითელი განგაშის ზონის" საკითხი დადგება.

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

"ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ, როცა ვსაუბრობთ დღეში, საშუალოდ 188 შემთხვევაზე ეს არის კიდევ "მწვანე ზონა". როცა შემთხვევები ორმაგდება, გადავდივართ „ყვითელ ზონაზე“, ამის შემდეგ, უკვე ნარინჯისფერ ზონაზე და როცა შემთხვევების ოდენობა გადაცდება დღეში 700-ს, უკვე შემდეგ დგება "წითელი განგაშის ზონის" საკითხი. ყოველდღე როცა 700-ს აცდება, მარტივი მათემატიკაა, 10- დღიან პერიოდში გროვდება 7000 პაციენტი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობა. რა თქმა უნდა, რთული იქნება ყველა პაციენტი მოთავსდეს ჰოსპიტალში და ამიტომაა მართვა ასეთ დროს რთული, ვინ იქნება ჰოსპიტალში. ამიტომაც გავაქტიურეთ ჰოსპიტალის ნაცვლად სასტუმრო. ასევე ბინაზე მართვის მოდელიც. ანუ 700- ზე ზემოთ როცაა შემთხვევები დღეში, მეტი მობილიზაცია სჭირდება ქვეყანას, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მატება იქნება განგაშის საფუძველი", - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით წამყვანის კითხვას, გაბუნიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით გადაწყვეტილება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს