თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი - გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო, დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ ქობესაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ მისგან ახალი ვერაფერი გაიგო. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, დაკითხვისას დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

"გამოძიების კითხვებს პასუხი გავეცი. მათთვის ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რადგან რა ინფორმაციასაც ვფლობ, გამოძიებისთვის მიწოდებული მაქვს. ეს ფოტოები პირდაპირ ეთერში ვნახე და ინფორმაცია მიხეილ რამიშვილისგან მივიღე. ასევე ვიცოდი, რომ მიხეილ რამიშვილს ჰყავდა წყარო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ფოტოების ავთენტურობაზე.

დღეს გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო. ვფიქრობ, ეს დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო.

პროცესს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებადაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ისინი ჩემი წარმომადგენლები იყვნენ. მათ არაერთი შუამდგომლობა და დარღვევაზე მითითება ჰქონდათ პროცესთან დაკავშირებით. დარღვევა ძირითადად ეხებოდა იმას, რომ პროკურატურას ჩემი საქმიანობის საიდუმლოება აინტერესებდა, როდის დავუკავშირდი ბაჩალიაშვილის ოჯახს, როდის ჩავერთე და რა საუბრები გვქონდა საქმესთან დაკავშირებით მე და მიხეილ რამიშვილს. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი პროტესტი, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არანაირი ფოტო არ არსებობს და წარმოდგენილი ფოტოები ყალბია. პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ზეწოლა განახორციელოს მიხეილ რამიშვილზე და ამ საქმეზე ბრძოლის შესუსტება მოხდეს", - განაცხადა ქობესაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს