1 ოქტომბრიდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” ცვლილება შევიდა. ცვლილება, პანდემიის დროს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანიშნული საჯარო განხილვები, რომელთა ჩატარების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით და დაგეგმილია 2020 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ჩატარდება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო და ის არეგულირებს ისეთ სტრატეგიულ დოკუმენტთან და სახელმწიფო ან კერძო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა განხორციელებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე.

კოდექსი გარემოს მნიშვნელოვანი ზემოქმედებისგან დაცვასთან ერთად, მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და საზოგადოების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების თანაზომიერ გათვალისწინებას ისეთი სტრატეგიული დოკუმენტის ან საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. შესაბამისად, გარემოსდაცვით შეფასებაში დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მისი ინტერესების გათვალისწინება პროცესის სამართლიანი წარმართვის აუცილებელი კომპონენტია.

ინფორმაცია დაგეგმილი ონლაინ განხილვების შესახებ განთავსდება https://mepa.gov.ge და https://www.facebook.com/eiecgovge

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას