ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინდიაშვილების ოჯახს, სოფელ შილდაში, 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს.

მინდიაშვილები, წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ.

„2016 წელს, სამინისტრომ დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს, ეს მარნები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. მოხარული ვარ, რომ კახეთში კიდევ ერთ ასეთი ოჯახური მარანი გაიხსნა. მეწარმე, რომელიც აქამდე მხოლოდ ყურძნის პირველად წარმოებას ახორციელებდა, შეძლებს მოსავალი თავად გადაამუშაოს, აწარმოოს ღვინო და შექმნას დამატებითი ღირებულება, ამასთან დაასაქმოს ადგილობრივები და მეტი სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ, ისე მათ ოჯახებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გასულ წელს, მინდიაშვილებს მოსავალი სეტყვამ ფაქტობრივად სრულად გაუნადგურა. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მევენახემ მოსავალი მთლიანად დააზღვია. ფერმერი, ახლო მომავალში, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებასაც გეგმავს.

მარნის ასაშენებლად მინდიაშვილებმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით „ახალგაზრდა მეწარმე" ისარგებლეს. მინდიაშვილების ღვინის მარანში 16 ქვევრი და საუკუნოვანი საწნახელია. სამომავლოდ, ოჯახი მარნის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის აშენებასაც გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს