შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი მიიჩნევს, რომ დაზარალებული იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს.

როგორც პროკურორი განმარტავს, ბრეგვაძესთან იმ ინფორმაციის გარშემო ექნებათ კითხვები, რაც გამოძიებისთვის აქვს მიწოდებული.

„აღნიშნული მოწმე გამოკითხულია გამოძიებაში, მასთან ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტი. შესაბამისად, იმ ინფორმაციის ირგვლივ, რასაც გამოძიებაში აწვდიდა, ბრალდების მხარეს გვექნება შეკითხვები, დაცვის მხარესაც ექნება შეკითხვები.

ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება ბრალდებულებთან მიმართებაში. დღეს მოგეხსენებათ კანონთან კონფლიქტში მყოფი 6 პირის პროცესი იმართება. მოლოდინი გვაქვს, რომ ექვსივე პირთან მიმართებაში იაკობ ბრეგვაძის ჩვენება მამხილებელი იქნება. მასთან გამოძიების პროცესში ამოცნობა არ არის ჩატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მას კონკრეტული პიროვნებების სახის მოყვანილობის, ინდივიდუალური ნიშან-თვისებები მითითებული არ ჰქონდა. თუმცა, ფაქტობრივ გარემოებებს - თავდასხმას, მის განხორციელებას, ორივე ავტომობილის მოსვლას და პირების რაოდენობას, იქ განვითარებულ მოვლენებს მოწმე გამოძიებაში გამოკითხვის დროს ადასტურებდა.

დღევანდელ პროცესზე ასევე იგეგმება გამოკვლეული იქნას ვიდეომასალა და წერილობითი მტკიცებულებები", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვანს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა