ნიკა ჩიტაძე - ზუგდიდში, გიგი უგულავასთან და მმართველი პარტიის წარმომადგენელთან „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები ძირითადად დადებითად შეიძლება შეფასდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობას პოლიტიკური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა სიაში მყოფ ზოგიერთ კანდიდატზე შესაძლოა კითხვები გაჩნდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან ბევრს პოლიტიკური მოღვაწეობის მეტად ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, მას პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ჟურნალისტური გამოცდილება აქვს, როდესაც იგი სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენას აშუქებდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის ბევრ კანდიდატს პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება აქვს, თუმცა ამას ყველაზე ვერ ვიტყვით, რადგან ამ მხრივ პარტიის მიმართ შეიძლება არსებობდეს კითხვები. მაგალითად, კითხვა შეიძლება არსებობდეს ნატო ჩხეიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, რადგან ის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, რატომ შეიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტართა სიაში. შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს გარკვეული კითხვები“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტის შეფასებით, სასურველი იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანია ან სანდრა რულოვსი დაესახელებინა, რადგან წარდგენილ კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატისთვის გიგი უგულავასთვის და ასევე, მმართველი პარტიის კანდიდატისთვის, წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება.

„სასურველი იქნებოდა, ზუგდიდში პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე კანდიდატი დაესახელებინათ, მაგალითად, გიული ალასანია ან სანდრა რულოვსი, თუმცა მე არ ვიცი რატომ მოხდა ასე, ვერ ვისაუბრებ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ალბათ, ვერ მოხერხდა შეთანხმება გიული ალასანიასთან და ამიტომაც იქნა წარმოდგენილი კანდიდატად ექიმი მალხაზ ჯალაღონია. ვფიქრობ, რომ ზუგდიდის ოლქში გიგი უგულავასთან და მმართველი პარტიის წარმომადგენელთან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება, თუმცა ამას არჩევნები აჩვენებს. ზუგდიდში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მაღალია, სასურველი იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანიას ან სანდრა რულოვსის წარდგენა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ამასთან, როგორც ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა და 2012 წლის შემდეგ მათი რეიტინგი გაზრდილია.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს. ზუგდიდის ოლქში კი, სადაც “ევროპული საქართველოდან” კენჭს გიგი უგულავა იყრის, “ქართული ოცნებიდან” კი ირაკლი ჩიქოვანი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ექიმი მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა დააყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა