გიორგი ვაშაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი საბჭო უნდა შეიქმნას

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ნდობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ამიტომ გარეჯის საკითხზე გადაწყვეტილებები საჯარო უნდა იყოს.

"ჩემთვის ნულოვანი ნდობის არის ზალკალიანი და ჩემმა მტერმა ქნას, ზალკალიანის იმედზე იყოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. არანაირად არ ვენდობი. აქ რა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სიწმინდეებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო და გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი. არანაირად არ ვენდობი არც ჩაფლავებულ გახარიას და არც ზალკალიანის, რომლის ნდობაც ნულოვანია. რა მოხდა, რამ დააჩქარა ეს პროცესი? მოვითხოვ ამაზე პასუხს. მოვითხოვ ამაში ჩაერთოს ძალიან ბევრი პირი და ჩვენც პოლიტიკოსებიც. ჩვენი ტერიტორიები რომ დაგვაკარგინონ, თავისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით, მერე რას ვამბობთ? ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აზერბაიჯანი, მაგრამ ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიცვათ. არანაირი იმედი და ნდობა არ მაქვს, რომ ზალკალიანია ის პირი, რომელიც ჩემი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს. მან შეიძლება ტერიტორიები გაყიდოს", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ 2006-2007 წლებში აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული შეთანხმება გარეჯის საკითხზე შესაძლოა გადაიხედოს. როგორც ზალკალიანმა დღეს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს ქართული მხარის მიერ მოპოვებული ახალი კარტოგრაფიული მასალები აძლევს, რაც უკვე გადაცემულია აზერბაიჯანული მხარისთვის. მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული ერთობლივი კომისია ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა