გიგლა მიქაუტაძე - ბატონ რომან კაკულიას საჯარო დებატებში ავუხსნი „ლელოს“ პროგრამის ყველა დეტალს

ვიღებ ბატონი რომან კაკულიას გამოწვევას და ვეპატიჟები მას სატელევიზიო დებატებში. ადგილი და დრო თავად შეარჩიოს, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

„ვთავაზობ მას ვისაუბროთ არა მხოლოდ „ლელოს" პროგრამაზე, არამედ „ქართული ოცნების“ გეგმაზეც, თუ ასეთი არსებობს ბუნებაში. მე ყოველდღე ვხვდები სასოწარკვეთილ ადამიანებს გლდანის რაიონში, რომლებიც ვერ გრძნობენ ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში. მათ არავინ სცემს პასუხს კატასტროფულად გაუფასურებულ ლარზე და სესხებზე, რომლის გადახდის ვალდებულება თვის ბოლოს დაუდგებათ. ხელისუფლებამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა შექმნას სავალუტო დერეფანი - ლარის კურსის ქვედა და ზედა დროებითი ზღვარი, რომელიც დაასტაბილურებს ეროვნულ ვალუტას და ჩააქრობს პანიკას. მან ასევე უნდა შეიმუშაოს სესხების რეფინანსირების ახალი მექანიზმი, რათა მოხდეს ძველი სესხების ახლით გადაფარვა და 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება. თუ „ქართულ ოცნებას“ არ მოგწონთ „ლელოს“ მოდელი, წარმოგვიდგინეთ თქვენი ვერსია. უთხარით ხალხს, რას აპირებთ მათი მდგომაროების გასაუმჯობესებლად. გაეცით არა ჩემს, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების კითხვებს პასუხი", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა