კახა კუჭავა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მაღალი სტანდარტებით, თავისუფალ გარემოში, ამიტომ რეაგირება უნდა მოხდეს ყველაფერზე

პარლამენტის ვიცე - სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ პანდემიის ფონზე სადამკვირვებლო მისიებს მხოლოდ საქართველოში გზავნიან, ტყუილი და სპეკულაციაა.

მისი თქმით, საქართველო არ არის ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა და მისიები სხვა ქვეყნებშიც იგზავნება.

„ევროპარლამენტია ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ვიცით, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს საქართველოში და სხვა ქვეყნებში გააგზავნის თუ არა მისიებს, ყველა სხვა ორგანიზაცია ჩვეულებრივად აგზავნის მისიებს, ერთადერთი განსხვავებაა ის, რომ რაოდენობა არ არის იგივე, როგორიც იყო პანდემიამდე. სხვა ქვეყნებშიც ჩადიან მისიები, მათ შორის, ამერიკაშიც 3 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებზე, ამიტომ ტყუილია ის, რომ თითქოს მარტო საქართველოში გზავნიან სადამკვირვებლო მისიებს.

სპეკულირება, რომ მხოლოდ საქართველოში გზავნიან დამკვირვებლებს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება,"- აცხადებს კუჭავა.

ის ასევე გამოეხმაურა ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე განცხადებებს და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს ძალიან მაღალი სტანდარტებით, თავისუფალ გარემოში, დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, ამიტომ რეაგირება უნდა მოხდეს ყველაფერზე, მნიშვნელობა არ აქვს ვისგან იქნება ეს. ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან, ჩვენ ვიყავით ერთ - ერთი პირველები, რომლებმაც „ქცევის კოდექსს“ მოვაწერეთ ხელი, მთავარია, ახლა ყველამ დაიცვას ეს კოდექსი. სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში დარღვევებს ვხედავთ და ისმის უსაფუძვლო ბრალდებები პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, მაგრამ ამის შეფასება მოხდება და საბოლოო ჯამში, თავის სახელი დაერქმევა ყველაფერს,"- განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო