ვლადიმერ პუტინი აშშ-ს ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის გარანტიების გაცვლას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩაურევლობის, გარანტიების გაცვლა სთავაზობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია პუტინის განცხადებაში, რომელიც საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სფეროში რუსეთ-აშშ თანამშრომლობას ეხება და რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის განმარტებით, კიბერსივრცეში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების საფრთხე ერთ – ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„მისი პრევენციისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან მოთამაშეებს”, - აღნიშნავს პუტინი.

ის ხაზს უსვამს, რომ სურს კიდევ ერთხელ მიმართოს შეერთებულ შტატებს წინადადებით, დამტკიცდეს ყოვლისმომცველი პროგრამა პრაქტიკული ზომების გატარებისთვის, რომლის მიზანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაა.

რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ს მოუწოდებს, გაცვალონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა მაღალტექნოლოგიურ მეთოდებში, ჩაურევლობის გარანტიები.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, მწვანე შუქი აუნთოს რუსულ-ამერიკულ პროფესიონალურ დიალოგს საერთაშორისო ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხებზე ისე, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებების მძევლად არ იქცეს. ამ ზომების მიზანი ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცება და ჩვენი ხალხების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მათ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო კიბერ სივრცეში გლობალური მშვიდობის დამყარებაში,” - აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს, მოუწოდა, მიაღწიონ გლობალურ შეთანხმებას, რომელიც ერთმანეთზე კიბერ თავდასხმების განხორციელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა