ახალგაზრდობის სააგენტომ კახეთის რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ონლაინ ფორმატში გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც ფორუმი, რომელიც კახეთის რეგიონს მოიცავს, დღეს ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის გახსნით ნაწილში, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სიტყვით კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართელოს ოფისის წარმომადგენელი ნატალია ზაქარეიშვილი, ასევე, USAID საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ხეჩინაშვილი და World Vision საქართველოს დირექტორი ეკატერინე გურგენაძე წარსდგნენ.

ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის შემუშვების პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმზე სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილდნენ.

კახეთის რეგიონული ფორუმი, რეგიონული ახალაგზრდული ფორუმების ციკლის ნაწილია, მანამდე 3 ფორუმი დასავლეთ საქართველოში გაიმართა მათ შორის: აჭარისა და გურიის გაერთიანებული ფორუმი– ბათუმში, სამეგრელო ზემო სვანეთის ფორუმი– ზუგდიდში, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გაერთიანებული ფორუმი– ქუთაისში. 23 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული ფორუმები დაიწყო, რომელიც ქვემო ქართლის ფორუმით გაიხსნა.

,,ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწინებს. რეგიონული ახალგაზრდული ფორუმები ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება. დოკუმენტს, რომლიც ქვეყნის ახლაგაზრდულ სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა