ახალგაზრდები პროფესიული პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.

„საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების მინისტრის მოადგილის თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი.

„სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა. პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადება არ ეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს იგივე პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

„როგორც ცნობილია, პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირებისთვის პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების უმოკლეს გზას წარმოადგენს. წარმოდგენილი ინიციატივა კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო