განათლების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამინისტრო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მაგისტრატურის სტუდენტთა 2 წლით დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში).

წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login/

„სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტებს:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;

სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით.

სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე http://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=ge “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?