შინაგან საქმეთა მინისტრი ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თბილისში გაიხსნა და მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესებში.

„მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, კერძოდ: განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომელიც სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისთვის სავალდებულოა შესასრულებლად; არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის შემუშავდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების მოსამსახურეების ონლაინ ტრენინგი არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა