ანა დოლიძე ორგანიზაციასთან „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ერთად OGP-ს მიმართავს

"მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ, ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელთან თამარ ჯაფარიძესთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობას წერილით მიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან ერთად, ღია მმართველობის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა.

სახალხო კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რომელიც აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს, თვლის, რომ დღევანდელი ხელისუფლება შორს არის ღია მმართველობის პრინციპებისგან.

როგორც წერილშია აღნიშნული, სამთავრობო პორტალი Ichange.gov.ge. რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ, OGP-ის რეკომენდაციით − მთავრობათა ღიაობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით შეიქმნა, დღემდე ხარვეზებით მუშაობს, თუმცა ხელისუფლება მის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ეს დადასტურდა 2019 წლის 4 ნოემბერს, ანა დოლიძის ინიციატივით აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარდგენილი პეტიციის შევსების დროს დაფიქსირებული პრობლემებით.

„კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პეტიცია ეხებოდა ქვეყანაში არსებულ ყველაზე მწვავე სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ პრობლემების მოგვარების საშუალებებს, აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას და, ზოგადად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის რეგულირებას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დიდი იყო პეტიციაზე ხელმოწერის მსურველთა რაოდენობა, თუმცა, რეალურად სხვადასხვა ტექნიკური ხარვეზების გამო მოქალაქეებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოხატვის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მოსახლეობის აქტიური ჩართულობით კამპანიამ აზარტული თამაშების წინააღმდეგ მაინც მოახერხა პეტიციის დასარეგისტრირებლად საჭირო 10 000 ხელმოწერა, პარალელურად კი მოახდინა ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია. მისი გამოსწორების მოთხოვნით კი, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობას მიმართა.

მიუხედავად ამისა, მთავრობას დღემდე უპასუხოდ აქვს დატოვებული კამპანიის მიმართვა, შესაბამისად, სამთავრობო პეტიციების პორტალი მთელი რიგი ტექნიკური ხარვეზებით აგრძელებს ფუნქციონირებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ სამთავრობო პეტიციების პორტალი Ichange.gov.ge. ოთხი წელია არსებობს და სწორედ ამ ხარვეზების გამო, ჩვენი კამპანიის გარდა, მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლო პეტიციის დარეგისტრირება“ , - აღნიშნულია ღია მმართველობის პარტნიორობისთვის გაგზავნილ წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება