გიგლა ბარამიძე - ჩვენი სია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ პარტიას

„ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, პარტია რამდენიმე დღეში საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.

ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა საქართველომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საპარლამენტო სია წარადგინა.

პარტიის გენერალური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, ,,ერთიანი საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა.

“ჩვენი საპარლამენტო სია არის საკმაოდ წონადი და დარწმუნებული ვარ აღნიშნული სია ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ პარტიას. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, მებრძოლები, 26 მაისისა ტრაგედია გამოვლილები, ზოგიერთი მათგანი პოლიტპატიმარიც იყო.

ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს არცერთ ხელისუფლებას არ გარიგებია. სიის პირველი ნომერი ბუნებრივია არის პარტიის თავმჯდომარე, საერთაშორისო დონის პოლიტიკოსი, ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე. ასეთი რეგალიების და ბეგრაუნდის ლიდერი არცერთ პარტიას არ ჰყავს და ვფიქრობ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა გადაწყვეტილების მიღებისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

პარტიის სიის ათეული ასეთია:

1. ნინო ბურჯანაძე - პარტიის თავმჯდომარე

2. გიგლა ბარამიძე - პარტიის გენერალური მდივანი

3. ანზორ ბიწაძე - პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი

4. ოთარ თავართქილაძე - პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

5. ბესიკ დანელია - პოლიტსაბჭოს წევრი

6. თამარ ზურაშვილი - პოლიტსაბჭოს წევრი

7. მამუკა აჩბა - პოლიტსაბჭოს წევრი და რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი

8. ბექა პეტრიაშვილი- პოლიტსაბჭოს წევრი

9. მაია ხრიკაძე - ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელი

10. ვანო მაჭარაშვილი - გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ