„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

დღეს, სახელმწიფოსგან აღიარებული პირველი, „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, ახალგაზრდობის სააგენტომ, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმწიფოსაგან აღიარებული პირველი „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა დაიწყო

„ღონისძიებას გახსნით ნაწილში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გუბაზ კობერიძე წარსდგნენ.

„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელის შედეგადაც, ერთის მხრივ, პრაქტიკოსი ახალგაზდული მუშაკები სერტიფიცირებულ პროფესიონალებად გადამზადდებიან, მეორეს მხრივ, კი ფორმალურ ინსტიტუციაში – პროფესიულ სასწავლებლებში არაფორმალური განათლების კომპონენტი შევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას. ამავდროულად, „ახალგაზრდული მუშაკის“ ინსტიტუციონალიზაცია და პროფესიად ჩამოყალიბება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია.

„ახალგაზრდული მუშაკი“ ახორციელებს პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული საკვანძო კომპეტენციების გადაცემას და ასევე იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მომზადებას გაივლის არაფორმალური განათლების მიმწოდებელი 30 პრაქტიკოსი. მსმენელები ღია კონკურსის გზით შეირჩნენ, საქართველოს 9 რეგიონში. კურსი 6 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. კურსზე ყველა არსებული პროფესიული სასწავლებლის თითო თანამშრომელია წარმოდგენილი და პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ.

ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი