დევნილთა სააგენტო კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ბინებს გორში შეისყიდის.

,,სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ამ ეტაპზე, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://idp.gov.ge/statement-14/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა