ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 656 ათასი PCR და 350 ათასამდე ე.წ. სწრაფი ტესტია ჩატარებული

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი PCR და დაახლოებით, 350 ათასამდე სწრაფი ტესტია ჩატარებული.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო ერთი თვის დღიური მაჩვენებელი PCR ტესტირებზე დაახლოებით, 9208-ია, ხოლო ე.წ. სწრაფ ტესტებზე - 1600-მდე.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება, როგორც PCR-ით, ასევე ე.წ. სწრაფი ტესტებით, ანუ ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული. დღევანდელი მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 656 ათასი PCR ტესტია ჩატარებული და დაახლოებით, 350 ათასამდე „სწრაფი ტესტი“. PCR ტესტირების ბოლო ერთი თვის დღიური მაჩვენებელი დაახლოებით, 9208 და დაახლოებით, 1600-მდე სწრაფი ტესტი დღიურად, საშუალო მონაცემებით. მოგეხსენებათ, სწრაფ ტესტებს ძირითადად, შემოსულ ტრაილერების მძღოლებზე ვიყენებთ“, -განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსზე შემოწმება უტარდებათ ასევე უცხოეთიდან შემოსულ, კარანტინში მყოფ ადამიანებსაც.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025