გედევან ფოფხაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა და უნდა მოხდეს ის, რაც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა - გადააბაროს მშვიდობიანად ხალხს ხელისუფლება

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და ახლა თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული. ამის შესახებ ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება უნდა დაუთმოს სახალხო მთავრობას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და ერთადერთი, რაც ისტორიულად და ლოგიკურად უნდა მოხდეს, არის ის, რაც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა - გადააბაროს მშვიდობიანად ხალხს ხელისუფლება და სახალხო მთავრობას დაუთმოს ძალაუფლება, ეს იქნება სწორი. სხვა პროგრამა „ქართული ოცნების“ დღეს ხალხს არ სჭირდება. რეალობაა უმუშევრობა და ლარის კურსი, თუ პროგრამაში რამეს წერენ, ეს რეალობა არ უნდა იყოს. ამიტომ თუ შენ რეალობა გაგექცა და დაკარგე, თუ შენ რეალობას ვერ მართავ და ხალხის დაპირებები ვერ შეასრულე, ახალი დაპირებების გაცემა ამდენი შეუსრულებელი დაპირებების ფონზე არ არის არანაირად პოლიტიკური წინაპირობის მატარებელი. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, ის იქცა იმ კონიუქტურის მონად, რომელიც თვითონვე შექმნა და ახლა არის თვითშენარჩუნების რეჟიმზე გადასული“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პოზიციები პოლარიზებულია და არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ველი დარჩეთ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესზე ბატონობენ.

„ჩვენ არ ვახდენთ კონცენტრაციას ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური პარტიების გეგმებსა და სიებზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის პოლიტიკური სპექტრი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ პარლამენტში კონკრეტული პიროვნებების შეკვეთებს, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტში ვისი ლობი გამოჩნდება და ვის უფრო მეტი ხალხი ეყოლება ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ხაზარაძეს ვანო ჩხარტიშვილს თუ მიშა სააკაშვილს, ეს არ არის ხალხის გამარჯვება. ხალხმა რომ პოლიტიკურ შედეგს მიაღწიოს და 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად იგრძნოს თავი, მას უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენლობა და უნდა შეიქმნას სახალხო მთავრობა. ამ კონცეფციას პრინციპულად ეწინააღმდეგება ის, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის პოლიტიკური პოზიციების პოლარიზება, ეს არის მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური ველი დარჩეს იმ ადამიანებს, რომლებიც ბატონობენ პოლიტიკურ პროცესზე“, - განაცხადა ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო: გედევან ფოფხაძე - "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური რესურსი ამოწურა და უნდა მოხდეს ის, რაც თავის დროზე გააკეთა სააკაშვილმა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს