ვლადიმირ ზელენსკი - აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა უკრაინა მხარს უჭერს ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩერნოვცის ოლქში მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

„საუბარი არ მიმდინარეობს იმაზე, რომ უკრაინა რომელიმე ქვეყანას სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აქვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლების განმავლობაში ურთიერთობები განსაკუთრებული გახდა როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური მიმართულებით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და როდესაც ყირიმზე ვსაუბრობთ, ისინიც ყოველთვის ღიად ამბობენ, რომ ყირიმის უკანონო ანექსია მოხდა, ყოველთვის მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროების შემთხვევაში, კიევი აზერბაიჯანს სამხედრო კუთხით დაეხმარება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს