ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება. როგორც საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, სოფელ ჯოჭოში რამდენიმე ადგილი მეწყერსაშიში ზონაა და მასზე რეკომენდაციებიც არის გაცემული.

"დამეწყრილი ტერიტორია დავათვალიერეთ, აქ წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს. ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მითუმეტეს, სტიქიური მოვლენები. ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა. მეწყერი სოფელ ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოწვია“, - განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.

გუშინ დამეწყრილ ტერორიაზე 20- საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ცოლ-ქმრის ცხედარი, ასევე მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი.

პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც მამაკაცია გაუჩინარებული. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა