მამუკა ხაზარაძე - არ ვიცი სწორად აშენდა თუ არა პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის ქუთაისის შენობა, რიყის დოქები, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ ამისი დაკეტვა  დანაშაულია

არ ვიცი სწორად აშენდა თუ არა პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის ქუთაისის შენობა, რიყის დოქები, მაგრამ დარწმუნებით ვიცი, რომ ამისი ასე დაკეტვა არის დანაშაული,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს შენობები ჯიბრის გამოა დაკეტილი და საქართველო არ არის მდიდარი, ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს.

მისივე თქმით, „ლელოს“ გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ქუთაისში არ დაბრუნდა, ის იქნება საუკეთესო სივრცე საფონდო ბირჟის განსათავსებლად.

„საჭიროა საერთაშორისო დონის საფონდო ბირჟა ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ჩვენი ერთ-ერთი იდეა იყო, რომ თუ პარლამენტი ქუთაისში არ დაბრუნდა, რადგან ბევრი საუბარი მიდის ამაზე, ვფიქრობთ, რომ თვითონ პარლამენტის შენობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი მოეწყოს.

მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასეთი უდიერი დამოკიდებულება ჩვენს ფულთან მიმართებით. არ ვიცი სწორად აშენდა თუ არა პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის ქუთაისის შენობა, რიყის დოქები, ამაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ მე დარწმუნებით ვიცი, რომ ასე დაკეტვა ამისი და ფუნქციის არმონახვა, არის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ადამიანები, რომ წინა ხელისუფლებამ ააშენოს შენობა და მერე მეორე ხელისუფლებამ თქვას, რომ არ მოეწონა არქიტექტურა და დავკეტოთ.

როგორ შეიძლება, 8 წელიწადი იყოს ორი დოქი რიყეზე, რომელშიც ჩაიდო ჩვენი ფული - 85 მილიონია ჩადებული და დაკეტილია. ბავშვთა მუზეუმი გააკეთე და დაამთავრე, ან ხელოვნების მუზეუმი გააკეთე, ან რაღაც სახელმწიფო ფუნქცია მიეცი- ეს არის მავნებლობა და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ეს არის კატასტროფა, რადგან ჩვენს ფულზეა საუბარი. გადაითვალეთ ჯამში რამდენი ფულია დახარჯული ბოლო წლებში აშენებულ ობიექტებში, რომლებიც დღეს დახურულია, დახურულია პიროვნული ამბები გამო,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა