მარინა ენდელაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი სრულ მზადყოფნაშია, სტაციონარების მხრივ პრობლემა არ არსებობს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი სრულ მზადყოფნაშია, სტაციონარების მხრივ პრობლემა არ არსებობს.

მარინა ენდელაძის განცხადებით, მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ძალიან არ მოიმატოს.

„გავითავისოთ ეს ყველაფერი და დავიცვათ რეგულაციები სრულყოფილად. გავუფრთხილდეთ ქვეყანას და მოსახლეობას. ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არ შექმნილა, არის მზაობა, არის სტაციონარები, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ იყოს მაღალი მატება“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ეპიდვითარების სტაბილიზაცია, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, ინფიცირების შემთხვევების კლება მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეასრულებენ რეკომენდაციებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025