რომან გოცირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე - ეს არის განაჩენი ამ მთავრობისთვის წინასაარჩევნოდ

ეს ბიუჯეტი არის განაჩენი ამ მთავრობისთვის წინასაარჩევნოდ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2-3 კვირის მერე, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ქვეყანას აბსოლუტურად სხვა ეკონომიკური პოლიტიკა ექნება.

„მხოლოდ ეს ბიუჯეტი არის საკმარისი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას" არავინ მისცეს ხმა და 8- წლიანი წარუმატებელი რეჟიმი წავიდეს ისტორიულ მოუსავლეთში. ეს არის სიღატაკის ბიუჯეტი, რომელიც მყარ ვალუტაში გამოსახული არის იმაზე ნაკლები, რაც იყო წლების წინათ. ეს არის უპერსპექტივობის ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტში დატოვებულია ყველა ის კორუფციული და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესისთვის გამოყოფილი ხარჯები, რომელსაც „ქართული ოცნება" არ შეელია პანდემიის პერიოდშიც კი და ვერც შეელია 2021 წელს. ეს ბიუჯეტი აჩვენებს იმას, რომ არავითარი პერსპექტივა საქართველოს ამ ხელისუფლების ხელში არ აქვს. ბიუჯეტის უზარმაზარი ნაწილი არის საგარეო ვალით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს წინა კვირას წარუდგინა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს