რომან გოცირიძე - მაჩუქეთ ვაკის პარკი, ნახევარში დავდგამ კორპუსებს და მეორე ნახევარს ვაჩუქებ ქალაქს, როგორი ადამიანი ვიქნები? - მანიპულატორი, თაღლითი და მომსყიდველი

არაფერი დაუკარგავს იპოდრომის პატრონს, მან თავისი ამოსაღები ამოიღო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთაბ განაცხადა.

მისი თქმით, იპოდრომის ერთ ნაწილზე დღეს ფაქტობრივად ქალაქია გაშენებული.

ამასთან, როგორც გოცირიძე ამბობს, იპოდრომის პარკის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გადადგმული ნაბიჯია.

„მაჩუქეთ ახლა მე ვაკის პარკი, ნახევარში დავდგამ კორპუსებს და მეორე ნახევარს ვაჩუქებ ქალაქს, როგორი ადამიანი ვიქნები? - მანიპულატორი, თაღლითი და მომსყიდველი. იპოდრომი გასხვისებული იყო იმ პირობით, რომ მის ერთ ნაწილზე განვითარდებოდა რეკრეაციული ზონა, მეორე ნაწილი კი გამოყენებული იქნებოდა თანამედროვე განაშენიანებისთვის. რა მოხდა? - იპოდრომის ერთი ნაწილი, სადაც საჯინიბოები, სპორტსმენების კოტეჯები და ადმინისტრაციული კორპუსი იყო, განადგურდა. დღეს იპოდრომის ამ ნაწილზე ფაქტობრივად ქალაქი აშენდა, ხოლო მეორე ნაწილი მიაქვს ტყეს. ამიტომ არაფერი დაუკარგავს ამ იაფად ნაყიდი იპოდრომის პატრონს, მან თავისი ამოსაღები ამოიღო დაქუცმაცებულად ამ მიწების გაყიდვით. ჩვენი პარტიის და საზოგადოების მოთხოვნაც იყო, რომ არავის გაებედა იქ კორპუსების ჩადგმა და ის გადაქცეულიყო ქალაქის ცენტრალურ პარკად. ივანიშვილის ამ საქციელს რაც შეეხება, ეს არის მორიგი ნაბიჯი მოსყიდვის, ხოლო ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც ისედაც მას ეკუთვნოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ