მიხეილ ყაველაშვილი - იპოდრომის პარკთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპონენტის შეფასება მოვისმინე და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ავადმყოფური გადახრა

იპოდრომის პარკთან დაკავშირებით ზოგიერთი ოპონენტის შეფასება მოვისმინე და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ავადმყოფური გადახრა, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბევრი თბილისელის ოცნება ასრულდა.

„მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა „ქართუ" ფონდის და კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისგან. ბევრი თბილისელის და ჩვენი საზოგადოების წევრის ოცნება ასრულდა, რომ იპოდრომზე გაშენებულიყო პარკი. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობდა და აკვირდებოდა, რა იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია და მადლიერების გრძნობა მიჩნდება ყოველთვის. მე არ მეგულება საქართველოში და არსად დედამიწის ზურგზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც ამ ფაქტზე ადამიანური შეგრძნებით კმაყოფილება არ გაუჩნდება. მე მოვისმინე ზოგიერთი ოპონენტის შეფასებები და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ავადმყოფური გადახრა. თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ შეხედულებებს, როცა საერთო სიკეთზეა საუბარი და ადამიანი თავის კერძო ინვესტიციებს გადასცემს სახელმწიფოს, 200 მილიონიანი ინვესტიციაა, სადაც საერთო სიკეთე იქნება, ერთ- ერთი განსაკუთრებული პარკი იქნება, ავადმყოფური გადახრა უნდა გქონდეს, რომ ეს საპირისპიროდ დაინახო. დენდროლოგიურ პარკზე ხომ გახსოვთ, მთელი სამი წელი რაზე ჰქონდათ აქცენტი, რომ ხეებს ჭრიან და რეალურად რამხელა სიკეთე მიიღო ქვეყანამ. როგორც რომან გოცირიძე თვალებში მიყურებდა და ამბობდა, რომ ბლეფია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აი ასე ატყუებდნენ საზოგადოებას, რომ არაფერი დენდროლოგიური პარკი არ შენდება და სახლში მიაქვს ბიძინა ივანიშვილს ხეები, აქაც იგივე, რომ თურმე აქ კორპუსების მშენებლობა უნდოდათ და ახლა წინასაარჩევნოდ უნდათ ხალხის მოსყიდვა,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა