კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების 4 შეთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს კოვიდ 19-თან ერთად თანხმხლები დაავადებები ჰქონდათ.

“დაფიქსირდა გარდაცვალების 4 ახალი შეთხვევა, 3 - აჭარაში. ერთ-ერთი გახლავთ 68 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიდა, ჰქონდა თანხმხლები დაავადებები. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილია ასევე 64 წლის ქალი, მძიმე თანხმხლები დაავადებებით, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანი იყო და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა. ასევე, გარდაიცვალა 84 წლის მამაკაცი. სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მეოთხე პაციენტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ“,-განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 41 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის-კრიტიკული.

„ჩვენს კლნიკაში ამჟამად არის 41 კოვიდინფიცირებული, მათგან ხუთი არის მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ერთი კრიტიკული. სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც თითქმის დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife