ლია მუხაშავრია - ვაპირებთ გავასაჩივროთ სასამართლოს ბრძანება, რომლითაც მიხეილ რამიშვილის დაკითხვა და მისი ტელეფონის დათვალიერება დადგინდა

უფლებადამცველის ლია მუხაშავრიას განცხადებით, სასამართლოს ბრძანებას, რომლითაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიკითხა და მისი ტელეფონის დათვალიერება განხორციელდა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მისივე განცადებით, იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლო ამ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, აღნიშნულ მოთხოვნას ევროსასამართლოშიც წარადგენენ.

,,ვაპირებთ გავასაჩივროთ სასამართლოს პირველი ბრძანება, რომლითაც მიხეილ რამიშვილის დაკითხვა და მისი ტელეფონის დათვალიერება იქნა დადგენილი. სააპელაციო ინსტანციამ ძალიან ფორმალურად იმსჯელა ამ საკითხზე და არ გააუქმა სასამართლოს ამ საკითხზე მიღებული განჩინება. ახლა უნდა გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზენაესი სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების ბოლოს წერია, რომ ის არ გასაჩივრდება. ეს არის მართლაც უპრეცედენტო საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის დარღვევა, ეს არის ევროკონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაც, რომლითაც გარანტირებული უნდა იყოს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. რა თანასწორობაზე შეიძლება ვისაუბროთ როდესაც ადვოკატს მოწმის სტატუსით კითხავენ, პირად სატელეფონო საშუალებიდან ინფორმაციას იწერენ და მას განიარაღებულს ტოვებენ პროკურატურისა და მოწინააღმდეგე მხარის წინაშე.

მივმართავთ უზენაეს სასამართლოს, იმისათვის, რომ ეს უპრეცედენტო, სკანდალური ფაქტი უზენაესმა სასამართლომ გაასწოროს და ამით ამოვწუროთ ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი საშუალებები, ვიდრე ევროსასამართლოს მივმართავთ, კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ უზენაეს სასამართლოში ჩვენს საჩივარს დახვდება გონიერი და სამართლიანი მოსამართლე, რომელიც მიხვდება, რომ ასეთი დარღვევა ქვეყანაში არ უნდა მოხდეს. ეს მიზანი, რომელიც ახლა არსებობს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, რომ როგორმე მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი ჩამოაშორონ გამოძიებას, ეს არ უნდა დავუშვათ. თუ ეს პრეცედენტი ასე დარჩა, საადვოკატო საქმიანობას ძირი გამოეთხრება და ამის დაშვება არაფრით არ შეიძლება“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა