დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს

„ოცნება“ კობახიძის სტილით მართვას განაგრძობს, - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ევროკავშირის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე და თვლის, რომ „ოცნება“ იმიტომ ცდილობს ყველაფრის მიფუჩეჩება - მოსწრებას, რადგან უმრავლესობით მოსვლის იმედი აღარ აქვთ.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, მმართველი გუნდისთვის ჩრდილოეთის შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეგმაზომიერი გზა ევროპისკენ.

„გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი ხალხს მუდმივად ცრუ დაპირებებით ატყუებს, „ოცნების“ ხელისუფლება“ აცდენილია იმ გზას, რასაც პარტნიორობა ქვია. მათთვის ჩრდილოეთის შეფასებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეგმაზომიერი გზა ევროპისკენ. შესაბამისად სასამართლო განსაზღვრული აქვთ, როგორც ბერკეტი, რომლითაც გაყალბებული არჩევნებს „გაუპრავებთ“. რადგან, მოსამართლებიი მუდმივი მსახურები გონიათ და ასე ცდილობენ გავლენების შენარჩუნებას. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ არ დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას. ხოლო ის, რომ მორალი და სინდისი მათ არ გააჩნიათ, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, ვალად აღებულ მილიარდებს, რომელიც ისევ ჩვენი, ხალხის გადასახდელია, ასე პარტიის სახელით რომ არიგებენ და საკუთარ სიკეთედ ასაღებენ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა