ნინო ბურჯანაძე დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიმიტრიოს კარაბალის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის ცნობით, შეხვედრისას ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ ხაზი გაესვა ქართველი და ბერძენი ხალხის ტრადიციულ მეგობრობას და კეთილგანწყობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბერძენ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათ ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ძირითადი ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესზე. პარტიის ლიდერმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამაზე და მიმდინარე კამპანიაზე.

"თავის მხრივ საბერძნეთის ელჩმა განაცხადა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები დიდი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ექიმები შეძლებენ სიტუაციის მართვას და მოქალაქეების ჯანმრთელობის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.

დიმიტრიოს კარაბალისმა იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იქნება უფრო მშვიდი.

ელჩი ასევე დაინტერესდა, თუ როგორია ნინო ბურჯანაძის ხედვა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ აუცილებელია მოიძებნოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების მოგვარების მშვიდობიანი გზა, ვინაიდან აღნიშნული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, არამედ სტაბილურობას მთელ რეგიონში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა