ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს ბოლო პერიოდში, საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ნეგატივი ემატება

ექსპერტ ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას მოსამართლეების კანონპროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომ არ დაელოდა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ამის შესახებ ხარშილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ მმართველი გუნდი სასამართლოს პოლიტიზირებას განაგრძობს.

ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ნეგატივი ემატება.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, ეს კიდევ ერთი მაგალითია, იმისა რომ ხელისუფლება განაგრძობს სასამართლოს პოლიტიზირებას. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების რამოდენიმე ტალღა იყო ოფიციალურად გაცხადებული, რომელმაც არაფერი მოიტანა შედეგად, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოს პრესტიჟისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

ის რომ საქართველოზე საერთაშორისო მნიშვნელოვანი ორგანიზაციები ამბობენ, იყენებთ ამას ცუდად, ეს ამძიმებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე და სამწუხაროა, რომ საქართველოს საერთაშორისო არენაზე ბოლო პერიოდში მხოლოდ ნეგატივი ემატება", - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია საქართველოს სანდოობისათვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალსაზრისით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს