ნინო ბურჯანაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, პარტიის ლიდერი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო იყო.

ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო დამკვირვებლების არჩევნებზე დასწრების აუცილებლობას. ნინო ბურჯანაძემ ამ ინიციატივისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

„ელჩმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო მუშაობს, რათა საერთაშორისო დამკვირვებელთა რიცხვი გაიზარდოს. ის განსაკუთრებით დაინტერესდა თუ რა არის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ძირითადი მესიჯი მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და როგორ აფასებს ნინო ბურჯანაძე მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ყველა მისი საარჩევნო ვიდეო-მასალა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია „ერთიანი საქართველოს“ ვებ-გვერდზე და მან იმედი გამოთქვა ,რომ საელჩოს წარმომადგენლები თვალ-ყურს მიადევნებენ მოსახლეობასთან მისი შეხვედრების „ფეისბუკ-ლაივებს“.

პარტიის ლიდერმა ასევე იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც პერმანენტულად მართავს მოსახლეობასთან. დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა მარკ კლეიტონმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს წარმატება უსურვა, თავის მხრივ ნინო ბურჯანაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა