სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ვაზის ჯიშების გენეტიკური იდენტიფიკაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკერების გამოყენებით, ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დღეისათვის, გამოკვლეულია ვაზის 50 ჯიში, მათ შორის, 20 იშვიათი, 10 უცხოური და, ასევე, ვაზის ველური ფორმები.

მათი ინფორმაციით, დნმ ლაბორატორიამ კვლევებიდან მიღებული მონაცემების ვალიდურობის შეფასებისთვის და მათთან შედარების მიზნით, ექსპერიმენტში სხვა ქვეყნის ლაბორატორიების მიერ უკვე კარგად გამოკვლეული ვაზის ქართული 10 ჯიშიც ჩართო.

„ანალიზური კვლევები საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს - შერჩეული ვაზის ჯიშების ინდივიდების ნიმუშებიდან დნმ-ის ექსტრაქცია (გამოყოფა), 9 წყვილი სპეციფიკური პრაიმერების გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით ჯიშების იდენტიფიცირება და ვაზის ქართული ჯიშების გენომების ბიონფორმატიული ანალიზი. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ზოგიერთ ექსპერიმენტს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. მიღებული შედეგებით, ვაზის გლობალურ პოპულაციებში, ადგილობრივი ჯიშების ფილოგენიის შესწავლა და მათი გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა მოხდება. ანალიზური კვლევებით ასევე შესაძლებელი ხდება ვაზის დომესტიკაციის პროცესის შეფასება. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული 470 კულტურული ჯიშის და 150-მდე ველური ფორმის დნმ იდენტიფიკაციას ეტაპობრივად გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო