8 ოქტომბერს, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას „თიბისის“ Facebook გვერდის დახმარებით

„თიბისის“ Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის - „აქ.ახლა, პროფესია - ხელოვანი“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის - „30 დღე, 30 ღამე“ შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.

მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე - „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები" ისაუბრებს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025