არჩილ თალაკვაძე - საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას არ შეეხება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობას არ შეეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს სტატეგიული პარტნიორი, მოკავშირე და გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებებით, რა თქმა უნდა, ვეცდებით განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც კომისიებს შორის მოლაპარაკებების წინა ეტაპზე იყო მიღწეული. დაწყებული გამოძიება, სავარაუდო ბრალდება და მომხდარი დანაშაული, რაც პროკურატურამ გააჟღერა, არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი, საშინაო საქმე. არც შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზიები აზერბაიჯანულ მხარესთან. ჯერ უნდა გავარკვიოთ, თუ რა მოხდა კომისიის ფარგლებში. პასუხები უნდა გაეცეს ძალიან მძიმე კითხვებს, თუ რატომ მოხდა 1945 და შემდგომ წლებში გამოშვებული რუკების გამოყენება საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის პროცესში, მაშინ როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა. ამას უნდა გაეცეს პასუხი სანამ საზღვრის დემილიტაციასთან დაკავშიურებით მოლაპარაკებებს განვაგრძობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?