ივერი მელაშვილის მეუღლე - მეუღლემ მითხრა, შეიძლება, საერთოდ მომიცილონო, მკვლელობას არ ელოდა, მაგრამ თქვა, არც ეგ არის გამორიცხული, რადგან ხელს ვუშლი იმაში, რაც თვეების წინ დადგესო

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დეკრამაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძის განცხადებით, მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება არჩევნებს უკავშირდება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თამარ სულაძემ დროებითი მოთავსების იზოლატორთან განუცხადა. მისივე თქმით, ივერი მელაშვილი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ამასთან, როგორც დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისი ქმარი მის ლიკვიდაციასაც არ გამორიცხავდა.

"რა თქმა უნდა, არ აღიარებს. რუქა დამალულიო, დამალულს თაროზე რატომ დადებდა. რა თქმა უნდა, ამათი არ მჯერა, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ ჩემ მეუღლეს და ვიცი როგორია, ის მართლა გულით პატრიოტია, საკმაოდ ჭკვიანიც არის, რომ არ შეეშალოს, თუ შეცდომებზე ლაპარაკობენ. სულ ეძებდნენ არქივებში, რითაც ჩვენი ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და მეორე მხარესთან რაღაც "კოზირი" ექნებოდათ.

თქვენ თავს დაუსვით კითხვა, თქვენ რომ ამ საქმეში იყოთ, თქვენი ქვეყნის საზიანოდ რატომ მიიღებთ გადაწყვეტილებას? ამბობდა, აბსურდული საკითხია და ალბათ მალე გაირკვევაო. ვფიქრობდით, რომ წინასაარჩევნო თემა იყო და არჩევნების შემდეგ გაჩერდებიანო. ჩემი მეუღლე პარტიული არ არის, მაგრამ ვინც აინტერესებთ, იმასთან რომ მივიდნენ, ვიღაცას უნდა გადაუარონ. ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ და უნდათ, არჩევნების წინ ხალხს დაანახონ, "ნაციონალების" დროს მოხდა ეს, "ნაციონალებს" უნდოდათ ჩვენი მიწები გაეყიდათ, "ოცნება" მოვედით თქვენს საშველად, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანასო და ისეთმა ადამიანმა, რომელიც ამ საქმეში ჩახედული არაა, შეიძლება დაიჯეროს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნებს უკავშირდება და ეს ხალხი შეეწირა ამას, ეს ხალხი ამის გამო გაწირეს. დადგმული დიდი სპექტაკლი იყო, კარგად ვიცით ვინც დგამს და ზემოთ ვინც არის, ვინ აკეთებს ასეთ სიბინძურეებს, როცა ასეთ რამეს ჩაუშლი, გაპატიებენ?არა, მოგიცილებენ. ჩემმა მეუღლემ ისიც მითხრა, შეიძლება სხვა რამეც მოხდეს და საერთოდ მომიცილონო. მკვლელობას არ ელოდა, მაგრამ თქვა, არც ეგ არის გამორიცხული, რადგან ამათ ფაქტობრივად ხელს ვუშლი იმაში რაც თვეების წინ დადგეს, როცა კომისია შეცვალესო.

კომისიაში ბევრი ადამიანი იყო, არ ვიცი, იქნებ სხვებიც დააკავონ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე იყო, მინისტრის მოადგილე, მის ზემოთ მინისტრი, ახლანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, უფრო ზემოთ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ამათ დონეზე არ წყდება არც გადაცემა, არც გადმოცემა. თუ რაღაც შეცდომა იყო, ალბათ, ზემდგომი თანამდებობის პირები ამას მიხედავდნენ. გუშინ სალომე ზურაბიშვილს ვუსმინე, ვინაიდან, ეს ძალიან პოლიტიკური საქმე იყო, ეს პირველი პირების დონეზე უნდა გადაწყვეტილიყო, ამიტომ ეს საქმე პრეზიდენტს გადავეცითო. თუ მიშას გადასცეს და ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად უნდა გადაეწყვიტა, კომისიის წევრები რა შუაში არიან", -განაცხადა სულაძემ.

ამ წუთებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ივერი მელაშვილთან მისი ადვოკატი იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა