თამარ გაბუნია - მძიმე პაციენტებში „რემდესივირის“ გამოყენება მკაცრი მეთვალყურეობით მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მკურნალობისთვის მოხდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ საქართველოში „რემდესივირის“ შემოტანის კომენტირებისას აღნიშნა, „რემდესივირი“ მცირე ჯგუფის პაციენტებისთვისაა, ვისაც ეს რეალურად დასჭრიდებათ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.

“რემდესივირი“ ჩვენთვის ნაცნობია, რამდენადაც არის ერთ-ერთი მედიკამენტი „სოლიდარობის კვლევის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველო რამდენიმე თვეა შეუერთდა. „რემდესივირთან“ დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომელიც მოგვაწვდის.

მინდა აღვნიშნო, რომ „რემდესივირი“ არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის, ამას რა თქმა უნდა, ფართო გამოყენება ვერ ექნება. კვლევის ფარგლებში, პროტოკოლის შესაბამისად, მძიმე პაციენტებში მკაცრი მეთვალყურეობით მოხდება „რემდესივირის“ გამოყენება, მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს იქნება გამართლებული. რა თქმა უნდა ეს არ იქნება ბევრი პაციენტი. გარდა ამისა, სხვა მედიკამენტებიცაა „სოლიდარობის“ კვლევაში, სულ 4 ჯგუფია, ამ მიმართულებითაც მედიკამენტების გამოყენება მოხდება ჩვენებების მიხედვით მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში. ეს არაა ფართო გამოყენებისთვის, თავიდანვე მინდა, რომ სწორი მოლოდინი ჩამოყალიბდეს „რემდესივირთან“ მიმართებაში“,-აღნიშნა გაბუნიამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო