ვენეციის კომისია - უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ვითარება უჩვეულოა და მოითხოვს მაღალი დონის გამჭვირვალობას, რაც არ არის სტანდარტული მოლოდინი ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვითარება უჩვეულოა და ის მოითხოვს ძალიან მაღალი დონის გამჭვირვალობას, რაც არ არის სტანდარტული მოლოდინი ყველა სახელმწიფოს შემთხვევაში, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ახალ დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნა.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ წარსულში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა სირთულეები ქართულ სისტემაში სანდობიის დამყარებასთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიას სურს შექებით აღნიშნოს ის დეტალური შრომა, რომელიც გაწეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, შეფასებისა და ხმის მიცემის პროცესის შეცვლაში, რომლის შედეგადაც გაუქმდა ფარული კენჭისყრა და უზრუნველყოფილ იქნა მეტი გამჭვირვალობა კანდიდატების საჯარო მოსმენის ფორმატში გამოკითხვითა და ამასთანავე, წერილობითი დასაბუთების წარმოდგენით. ეს ინფორმაცია და წერილობითი დასაბუთება გადაცემული უნდა იყოს პარლამენტში, მათი კენჭისყრისთვის. ეს, პროცედურას საკმაო ხარისხის გამჭვირვალობას სძენს და ამასთანავე, იუსტიციის უმაღესი საბჭოს გადაწყვეტილებებს საჯარო კონტროლს უქვემდებარებს. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, „საერთო სასამართოების შესახებ“ ორგანული კანონის ეს ცვლილებები სწორი მიმართულებით წავიდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველ ნაწილთან მოვიდა თანხვედრაში, რომლის თანახმადაც, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და გამორიცხვის დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი,“- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას