დავით ჭიჭინაძე - ცხოვრების დონე ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს

ცხოვრების დონე ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა.

„ქვეყანა დაგვექცა, ეკონომიკა აღარ გვაქვს, 600 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და თან იპოდრომიც რომ უნდა გვიხაროდეს. ალბათ, თითო ბანანსაც დაგვირიგებენ პარკში შესვლის წინ და სულ ბედნიერები ვივლით. რაელურად კი, ამ დაბრუნება - გადაცემებით ივანიშვილმა 8 წელი მოიპარა ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება.

ანუ, თუ ივანიშვილი 10-15 მილიონიან რამეს „გვაჩუქებს“, ჩხარტიშვილი 420 მილიონს იპარავს მარტო სიგარეტზე, პლიუს მისი გარემოცვა, ასევე მოპარული მილიონებით. შედეგად ჩვენი ვალი ყოველ დღე იზრდება. ცხოვრების დონე კი ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს.

მითუმეტეს, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშეები ცხელი ომისთვის ემზადებიან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კი, ტურიზმის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე გვესაუბრება.

მოკლედ, ხელისუფლება თავისი ცხოვრებით და სტატისტიკით ცხოვრობს და მეორე მხარეს ჩვენ ვართ. საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ, რაც პირველ რიგში „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებით უნდა დავიწყოთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილიც სტატისტიკა-ბუღალტერიაზეა დასული და ხალხს პენსიის 500 ლარამდე გაზრდა და მინიმუმ 2000 ლარიან ხელფასს ჰპირდება.

ციფრები, რა თქმა უნდა გადასარევია, მაგრამ რას ვიყიდით ამ ფულით, აი ეს არის მთავარი, თორემ კუპონების დროს მილიარდები გვქონდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ჭიჭინაძე - ცხოვრების დონე ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს

ცხოვრების დონე ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა.

„ქვეყანა დაგვექცა, ეკონომიკა აღარ გვაქვს, 600 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და თან იპოდრომიც რომ უნდა გვიხაროდეს. ალბათ, თითო ბანანსაც დაგვირიგებენ პარკში შესვლის წინ და სულ ბედნიერები ვივლით. რაელურად კი, ამ დაბრუნება - გადაცემებით ივანიშვილმა 8 წელი მოიპარა ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება.

ანუ, თუ ივანიშვილი 10-15 მილიონიან რამეს „გვაჩუქებს“, ჩხარტიშვილი 420 მილიონს იპარავს მარტო სიგარეტზე, პლიუს მისი გარემოცვა, ასევე მოპარული მილიონებით. შედეგად ჩვენი ვალი ყოველ დღე იზრდება. ცხოვრების დონე კი ისე ეცემა, ივანიშვილმა ყველაფერი რომ გვაჩუქოს, არამგონია ხალხს ამან რამე შვება მისცეს.

მითუმეტეს, რომ რეგიონში მთავარი მოთამაშეები ცხელი ომისთვის ემზადებიან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კი, ტურიზმის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე გვესაუბრება.

მოკლედ, ხელისუფლება თავისი ცხოვრებით და სტატისტიკით ცხოვრობს და მეორე მხარეს ჩვენ ვართ. საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ, რაც პირველ რიგში „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებით უნდა დავიწყოთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილიც სტატისტიკა-ბუღალტერიაზეა დასული და ხალხს პენსიის 500 ლარამდე გაზრდა და მინიმუმ 2000 ლარიან ხელფასს ჰპირდება.

ციფრები, რა თქმა უნდა გადასარევია, მაგრამ რას ვიყიდით ამ ფულით, აი ეს არის მთავარი, თორემ კუპონების დროს მილიარდები გვქონდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია