ნინო ლომჯარია - ლოგიკური იყო, რომ ვენეციის კომისიას უნდა დალოდებოდნენ, თუმცა არ დაელოდნენ,  ამიტომ,  ვფიქრობ, კომისიის დასკვნა კრიტიკულია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, „საერთო სასამართლოების კანონში“ შეტანილი ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია.

როგორც ლომჯარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იუსტიციის საბჭო საზოგადოების მაღალი ნდობით არ სარგებლობს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამ მხრივ განსაკურებული წესებია შემოსაღები.

„ჩვენი რეკომენდაცია პარლამენტის მიმართ იყო, რომ დალოდებოდნენ ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ მთელი ეს ცვლილებები ემსახურებოდა იმას, რომ კანონი მოეყვანათ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ვენეციის კომისიას უნდა დალოდებოდნენ, თუმცა არ დაელოდნენ, ამიტომ, ვფიქრობ, კრიტიკულია დასკვნა. გარკვეულ გაუმჯობესებაზე არის საუბარი, რადგან პირველი ვერსია გაცილებით ცუდი იყო და ძალიან კრიტიკულები ვიყავით, საბოლოო კანონპროექტი, რაც მიიღეს, უკეთესია, ვიდრე მანამდე არსებული, თუმცა მთავარი რეკომენდაცა ვენეციის კომისიის და შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ საბჭომ არა მარტო უნდა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ თითოეული ხმა საბჭოს რომელმა წევრმა ვის მისცა და რატომ მისცა, ეს უნდა იყოს საჯარო. დღეს მიღებულ კანონში არ ჩანს, ვინ მისცა ხმა რომელიმე კანდიდატს. ეს ნაწილი არ არის საჯარო. ამას აკრიტიკებს ვენეციის კომისია და მიიჩნევს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის კონტექსტი არის განსხვავებული და რომ საქართველოში იუსტიციის საბჭო არ სარგებლობს საზოგადოებაში მაღალი ნდობით, ექსტრაორდინალური ვითარებაა, ისინი მიიჩნევენ, რომ განსაკურებული წესებია შემოსაღები“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა